დავით აღმაშენებლის ისტორიულ-ლიტერატურული პრემიის კონკურსში მონაწილეთა დაჯილდოების შედეგები

2010 წლის 29 იანვარი

2010 წლის 29 იანვარს  სასტუმრო "ამბასადორში"  საქართველოს ხალხთა მსოფლიო  კონგრესის თბილისის ფილიალმა  სრულიად საქართველოს დავით  აღმაშენებლის ისტორიულ-ლიტერატურული  პრემიის კომისიასთან ერთად  გამართა პრესკონფერენცია  პრემიის მოპოვებისათვის ჩატარებული კონკურსის შედეგების  თაობაზე 

პრესკონფერენციას  ესწრებოდნენ საკონკურსო კომისიის წევრები ბატონი გურამ გოგიაშვილი, ქალბატონი  ნუნუ დალაქიშვილი და ქალბატონი  ნანა ჭყოიძე. პრესკონფერენციას ესწრებოდა დავით აღმაშენებლის პრემიის ერთ-ერთი პირველი ლაურეატი, ცნობილი ქართველი პუბლიცისტი ბატონი ელიზბარ ჯაველიძე. 

საკონკურსო  კომისიის მდივანმა, ქალბატონმა ნან ჭყოიძემ პრესკონფერენციაზე  მისულ ჟურნალისტებს გააცნო კონკურსის შედეგები. 

ჟურნალისტების შეკითხვებს პირდაპირ ეთერში უპასუხა დავით აღმაშენებლის პრემიის დამფუძნებელმა, საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტმა ბატონმა ალექსანდრე ებრალიძემ. 

ინფორმაცია  პრემიის მინიჭების თაობაზე  გადასცეს საქართველოს წამყვანმა  ტელეარხებმა: იმედმა, რუსთავი-2-მა, საზოგადოებრივმა არხმა  და რტვ-იმ. 

8 თებერვალს  პრემიის ორგკომიტეტი გამოაცხადებს შემდეგი კონკურსის ჩატარების თაობაზე.