საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის თბილისის ფილიალის 2010 წლის 28 იანვრის პრეს-რელიზი

2010 წლის 28 იანვარი

საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის თბილისის ფილიალი აწყობს პრესკონფერენციას დავით აღმაშენებლის სახელობის ისტორიულ-ლიტერატურული პრემიის მოსაპოვებლად გამართული კონკურსის შედეგების შესახებ.

პრესკონფერენცია გაიმართება პარასკევს, 2010 წლის 29 იანვარს, 12:00 საათზე, სასტუმროში „ამბასადორი" (შავთელის ქ. 13).

პრესკონფერენციას დაესწრებიან საკონკურსო კომისიის წევრები. განხორციელდება ინტერნეტ-ჩართვა საკონკურსო კომისიის თავმჯდომარესთან, საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტთან, ბატონ ალექსანდრე ებრალიძესთან.

საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის თბილისის ფილიალის პრესცენტრი
ტელ: 995 32 25 28 21; 899 17 60 39