პრესრელიზი

2011 წლის 7 თებერვალი

საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის თბილისის ფილიალი აწყობს პრესკონფერენციას დავით აღმაშენებლის სახელობის ისტორიულ-ლიტერატურული პრემიის მოსაპოვებლად გამართული კონკურსის შედეგების შესახებ. 
პრესკონფერენცია გაიმართება სამშაბათს, 2011 წლის 8 თებერვალს, 12:00 საათზე, სასტუმროში “შერატონ-მეტეხი პალასი”, დარბაზი “ბალავარი” (თელავის ქ. 20).
პრესკონფერენციას დაესწრებიან საკონკურსო კომისიის წევრები და რეცენზენტები. განხორციელდება სატელეფონო ჩართვა საკონკურსო კომისიის თავმჯდომარესთან, საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტთან, ბატონ ალექსანდრე ებრალიძესთან.

საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის

თბილისის ფილიალის პრესცენტრი

ტელ: 995 32 983676; 995 32 921514; 899 176039