პრესრელიზი
2011 წლის 10 მარტიხუთშაბათს, 2011 წლის 10 მარტს, 16:00 საათზე, სასტუმროში “ამბასადორი” პრესკონფერენცია გამართა საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის თბილისის ფილიალმა. პრესკონფერენციაში მონაწილეობას ღებულობდნენ დავით აღმაშენებლის სახელობის ისტორიულ-ლიტერატურული პრემიის 2010 და 2011 წლის კონკურსის ლაურეატები: ბატონები ელიზბარ ჯაველიძე, ანზორ თოთაძე, სოსო სიგუა, ბორის დარჩია, რეზო ადამია, ალეკო ასლანიშვილი, ქალბატონი ნუნუ ძამუკაშვილი; საკონკურსო კომისიის წევრები: ბაღათერ არაბული, გურამ გოგიაშვილი, დურმიშხან ცინცაძე, ნუნუ დალაქიშვილი; რეცენზენტები: თემურ ქორიძე, მანანა გორგიშვილი, მანანა ტურაშვილი; და პრესისა და ტელევიზიის წარმომადგენლები.
პრესკონფერენციაზე გამოცხადდა დავით აღმაშენებლის სახელობის ისტორიულ-ლიტერატურული პრემიის 2011-2012 წწ კონკურსი. კონკურსზე ნაწარმოებთა წარდგენის უფლება აქვთ კერძო პირებს, შემოქმედებით კავშირებს, გამომცემლობებს და სხვა ორგანიზაციებს. კონკურსზე შეიძლება წარმოდგენილი იქნეს ნაწარმოები _ მოცულობით არანაკლებ 5 (ხუთი) პირობითი ნაბეჭდი გვერდისა. ნაწარმოები უნდა ეძღვნებოდეს ისტორიულ მოღვაწეს, ან უნდა ასახავდეს საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი იდეალებისათვის მებრძოლ სულისკვეთებას. განსახილველად დაიშვება ის ნაწარმოებები, რომლებიც აკმაყოფილებს კონკურსის პირობებს, გამოცემულია პრემიის გადაცემამდე არაუგვიანეს 2 თვით ადრე და მოიცავს საქართველოს ისტორიის პერიოდს უძველესი დროიდან გასული საუკუნის ბოლომდე.
საპრემიო ფონდია 95 000 ლარი. ლაურეატებსა და ნომინანტებზე პრემიის განაწილების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს საკონკურსო კომისია ნაწარმოებთა მიღების შეწყვეტის შემდეგ. პრემიის გადაცემის ცერემონია უკავშირდება წმიდა დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, რომელიც ყოველწლიურად აღინიშნება 8 თებერვალს.
პროექტს აფინანსებს დავით აღმაშენებლის სახელობის ისტორიულ-ლიტერატურული პრემიის დამფუძნებელი, საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტი, ბატონი ალექსანდრე ებრალიძე. პროექტს ახორციელებს საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის თბილისის ფილიალი.
კონკურსზე წარსადგენად გამოქვეყნებული ნაწარმოები 2011 წლის 8 დეკემბრამდე უნდა გაიგზავნოს (ან ჩაბარდეს) საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის საქართველოს ფილიალის ოფისში მისამართზე _ თბილისი 0118, ალ. გრიბოედოვის ქუჩა #3, წარწერით _ “დავით აღმაშენებლის პრემია”, ორ ეგზემპლარად, ასევე განაცხადი და ავტორის (ავტორთა) ანკეტა. კონკურსის მიმდინარეობა რეგულარულად გაშუქდება საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის ვებგვერდზე წწწ.ცონგრესს-გეორგია.ორგ. დამატებითი ინფორმაციისა და კონკურსის დებულების მისაღებად გთხოვთ მიმართოთ საკონკურსო კომისიის აღმასრულებელ მდივანს, ქ-ნ ნანა ჯაფარიძეს ზემოაღნიშნულ მისამართზე (ტელ: 995 32 983676; 995 32 921514; 899 176039).
საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის
თბილისის ფილიალის პრესცენტრი
2011 წლის 10 მარტი



