8 თებერვალი დავით აღმაშენებლის ხსენების დღეა

2010 წლის 11 თებერვალი

8 თებერვალი წმინდა კეთილმსახური მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეა. ამ დღეს აღნიშნავს მთელი საქართველო, და არა მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი.

საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის თბილისის ფილიალის თანამშრომლები და აქტივისტები ქუთაისს ეწვივნენ და კონგრესის ყველა წევრისა და მისი პრეზიდენტის, ბატონ ალექსანდრე ებრალიძის სახელით გვირგვინით შეამკეს დავით აღმაშენებლი საფლავი.