პრესრელიზი
2011 წლის 10 მარტი
ხუთშაბათს, 2011 წლის 10 მარტს, 16:00 საათზე, სასტუმროში “ამბასადორი” პრესკონფერენცია გამართა საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის თბილისის ფილიალმა. პრესკონფერენციაში მონაწილეობას ღებულობდნენ დავით აღმაშენებლის სახელობის ისტორიულ-ლიტერატურული პრემიის 2010 და 2011 წლის კონკურსის ლაურეატები: ბატონები ელიზბარ ჯაველიძე, ანზორ თოთაძე, სოსო სიგუა, ბორის დარჩია, რეზო ადამია, ალეკო ასლანიშვილი, ქალბატონი ნუნუ ძამუკაშვილი; საკონკურსო კომისიის წევრები: ბაღათერ არაბული, გურამ გოგიაშვილი, დურმიშხან ცინცაძე, ნუნუ დალაქიშვილი; რეცენზენტები: თემურ ქორიძე, მანანა გორგიშვილი, მანანა ტურაშვილი; და პრესისა და ტელევიზიის წარმომადგენლები.
დასახელდნენ დავით აღმაშენებლის სახელობის კონკურსში გამარჯვებულნი
2011 წლის 9 თებერვალი
წმინდა დავით აღმაშენებლის დღეს, 8 თებერვალს, თბილისში, სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” გაიმართა დიდი ქართველი მეფის სახელობის ისტორიულ-ლიტერატურული პრემიების გადაცემა. ცერემონიას წინ უძღოდა პრესკონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საკონკურსო კომისიის წევრებმა, რეცენზენტებმა, ასევე ზოგიერთმა ლაურეატმა. ჟურნალისტებს აცნობეს კონკურსში გამარჯვებულთა სახელები და მოუთხრეს იმის შესახებ, თუ როგორ მიმდინარეობდა იგი.
პრესრელიზი
2011 წლის 8 თებერვალი
საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის თბილისის ფილიალმა, დავით აღმაშენებლის სახელობის ისტორიულ-ლიტერატურული პრემიის საკონკურსო კომისიასთან ერთად, გამართა პრესკონფერენცია პრემიის მოსაპოვებლად გამართული კონკურსის შედეგების შესახებ 2011 წლის 8 თებერვალს, სასტუმროში “შერატონ-მეტეხი პალასი”.
პრესრელიზი
2011 წლის 7 თებერვალი
საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის თბილისის ფილიალი აწყობს პრესკონფერენციას დავით აღმაშენებლის სახელობის ისტორიულ-ლიტერატურული პრემიის მოსაპოვებლად გამართული კონკურსის შედეგების შესახებ.
8 თებერვალი დავით აღმაშენებლის ხსენების დღეა
2010 წლის 11 თებერვალი
8 თებერვალი წმინდა კეთილმსახური მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეა. ამ დღეს აღნიშნავს მთელი საქართველო, და არა მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი.
საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის თბილისის ფილიალის თანამშრომლები და აქტივისტები ქუთაისს ეწვივნენ და კონგრესის ყველა წევრისა და მისი პრეზიდენტის, ბატონ ალექსანდრე ებრალიძის სახელით გვირგვინით შეამკეს დავით აღმაშენებლი საფლავი.
გამოცხადებულია კონკურსი დავით აღმაშენებლის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად 2010-2011 წლებისათვის
2010 წლის 10 თებერვალი
ოთხშაბათს, 2010 წლის 10 თებერვალს, 16:00 საათზე, სასტუმროში ”ამბასადორი” პრესკონფერენცია გამართა საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის თბილისის ფილიალმა. პრესკონფერენციაში მონაწილეობს ღებულობდნენ დავით აღმაშენებლის სახელობის ისტორიულ-ლიტერატურული პრემიის 2009-2010 წლის კონკურსის ლაურეატები, საკონკურსო კომისიის წევრები და რეცენზენტები.
დავით აღმაშენებლის ისტორიულ-ლიტერატურული პრემიის კონკურსში მონაწილეთა დაჯილდოების შედეგები
2010 წლის 29 იანვარი
2010 წლის 29 იანვარს სასტუმრო "ამბასადორში" საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის თბილისის ფილიალმა სრულიად საქართველოს დავით აღმაშენებლის ისტორიულ-ლიტერატურული პრემიის კომისიასთან ერთად გამართა პრესკონფერენცია პრემიის მოპოვებისათვის ჩატარებული კონკურსის შედეგების თაობაზე პრესკონფერენციას ესწრებოდნენ საკონკურსო კომისიის წევრები ბატონი გურამ გოგიაშვილი, ქალბატონი ნუნუ დალაქიშვილი და ქალბატონი ნანა ჭყოიძე. პრესკონფერენციას ესწრებოდა დავით აღმაშენებლის პრემიის ერთ-ერთი პირველი ლაურეატი, ცნობილი ქართველი პუბლიცისტი ბატონი ელიზბარ ჯაველიძე.
საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის თბილისის ფილიალის 2010 წლის 28 იანვრის პრეს-რელიზი
2010 წლის 28 იანვარი
საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის თბილისის ფილიალი აწყობს პრესკონფერენციას დავით აღმაშენებლის სახელობის ისტორიულ-ლიტერატურული პრემიის მოსაპოვებლად გამართული კონკურსის შედეგების შესახებ.
წლის მოვლენა ქართული კულტურისათვის
2010 წლის 12 იანვარი
ქართული კულტურისათვის წლის მოვლენა გახდება თბილისში დავით აღმაშენებლის სახელობის ისტორიულ-ლიტერატურული პრემიის გადაცემა, რაც 2010 წლის 8 ებერვალს არის დაგეგმილი. კონკურსის ორგანიზატორთა სასიხარულოდ შემოტანილი იქნა ასზე მეტი განაცხადი, რაც აშკარად მოწმობს კულტურის მოღვაწეთა მოთხოვნილებას ასეთ კონკურსებზე. ნაწარმოებების მიღება, პრემიის შესახებ დებულების თანახმად, 2009 წლის 15 დეკემბერს დასრულდა. მაგრამ 2010 წლის 12 იანვარს პრემიის მიმნიჭებელი კომისია განიხილავს კონკურსზე კიდევ ოთხი ნამუშევრის დაშვებას, რომელთა ავტორებმაც კონკურსში მონაწილეობა საჭიროდ ჩათვალეს საქართველოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ.
სრულიად რუსეთის ისტორიულ-ლიტერატურული პრემიის „ალექსანდრე ნეველის“ ორგანიზატორებისა და ლაურეატების ღია წერილი ქართულ საზოგადოებრიობას
2009 წლის 18 ნოემბერი
2009 წლის 16 ნოემბერს „ინტერფაქსის" სააგენტოს მოსკოვის პრესცენტრში გაიმართა პრესკონფერენცია იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ საქართველოში არ შეუშვეს სრულიად რუსეთის ისტორიულ-ლიტერატურული პრემიის „ალექსანდრე ნეველის" საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენლები. პრესკონფერენციაზე წაიკითხეს ღია წერილი ქართული საზოგადოებრიობისადმი. ქვემოთ გთავაზობთ წერილის ტექსტს (იხ.აგრეთვე „როსიისკაია გაზეტა" 2009 წლის 18 ნოემბრის № 217).



