დავით აღმაშენებლის სახელობის სრულიად საქართველოს ისტორიულ-ლიტერატურული კონკურსის პირველი ხარისხის პრემიის ლაურეატის წოდება მიენიჭათ:

ქალბატონ მანანა ჩიტიშვილს, პოეტური კრებულებისთვის “მაინც საქართველო ერქვა” და “ასი ლექსი”

ბატონ ალექსანდრე ქურდაძეს, სამეცნიერო-პოპულარული ნაშრომისთვის “ღვინის და ვაზის საგალობელი”

ბატონ ნუგზარ ანთელავას, მონოგრაფიისთვის ,,აფხაზური მითები, რიტუალები, სიმბოლოები”

ბატონ ანზორ თოთაძეს, სამეცნიერო ნაშრომებისთვის “საქართველოს მოსახლეობა მეორე და მესამე ათასწლეულის მიჯნაზე” და ,,ქართველი და ოსი ხალხების თანაცხოვრების ისტორია და მომავალი”

ბატონ რეზო ემელიანე ადამიას, წიგნისთვის “სისხლიანი ცრემლი” და ტერენტი გრანელის გრაფიკული ნამუშევრების მოძიებისა და აღდგენისთვის

დავით აღმაშენებლის სახელობის სრულიად საქართველოს ისტორიულ-ლიტერატურული კონკურსის ნომინაციებში გაიმარჯვეს და კონკურსის ლაურეატის სახელი მიენიჭათ:

ბატონ ვაჟა შუბითიძეს, კრებულისთვის “ყველა დროის 100 უდიდესი ქართველი”  – ნომინაცია “სამაგიდო წიგნი”

ბატონ შოთა ზოიძეს, პუბლიცისტური ნაშრომისთვის “საქართველოს გოლგოთა” – ნომინაცია “ერის მოამაგენი”

ბატონ სოსო სიგუას – პუბლიცისტური ტრილოგიისთვის “მარტვილი და ალამდარი”, ნომინაცია – “მწერალი და ისტორია”

ბატონ ევგენი ბლიაძეს, ისტორიულ-ბიბლიოგრაფიული კვლევისთვის “ერეკლე მეორე”, ნომინაცია _ “ქართველ მეფეთა ცხოვრება და ღვაწლი”

ბატონ ბორის დარჩიას, ბიბლიოგრაფიული კვლევისთვის “იაკობ შემოქმედელი”– ნომინაცია “ლიტერატურის ისტორია”

ბატონ ალეკო ასლანიშვილს – დოკუმენტურ-ბიბლიოგრაფიული ნაშრომისთვის “დაკარგული საფლავები” – ნომინაცია “გაცოცხლებული სახეები”

ბატონ ლევან დოლიძეს, წიგნისთვის “გენერლები საქართველოდან” – ნომინაცია “მხედრული დიდების ისტორია”

ბატონ გრიგოლ ლიპარტელიანს, დოკუმენტურ-პუბლიცისტური ნაშრომებისთვის “გრიგოლ ლიპარტელიანის სამყარო” და “ქართველები პეტერბურგში” _ ნომინაცია “საქართველოს ისტორიის პოპულარიზაცია საზღვარგარეთ”

პრემია ნომინაციისთვის “ყრმობის ასაკში საკითხავი” მიენიჭა ორ ნომინანტს:

ქალბატონ ლიანა ბარათაშვილს, წიგნისთვის “საქართველოში იბადებოდნენ”

ქალბატონ ნუნუ ძამუკაშვილს, წიგნად გამოცემული სალექციო კურსისთვის “დავით მეოთხე აღმაშენებელი”

ჟურნალისტური პრემია “თანამოკალმე” მიენიჭა:

ბატონ თეიმურაზ ქორიძეს, ჟურნალისტური პუბლიკაციებისთვის და წიგნისთვის “საუბრები ჟურნალისტიკაზე”

საკონკურსო კომისიის სპეციალური პრიზი მიენიჭა:

ბატონ მიხეილ ტყებუჩავას, კონკურსის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილეს, პოეტური კრებულისთვის “წამის ათასწლეული”