დავით აღმაშენებლის სახელობის სრულიად საქართველოს ისტორიულ-ლიტერატურული პრემიის ლაურეატის წოდება მიენიჭათ:
ბატონ ნოდარი წულეისკირს, ისტორიულ-აგიოგრაფიული რომანისთვის “ღვაწლი და წამება აბოსი და იოანესი”.
ბატონ რევაზ ამაშუკელს, პოეტური კრებულისთვის “მარტოობა”.
ბატონ ელიზბარ ჯაველიძეს, პუბლიცისტური კრებულისთვის “ავაჰმე, ჩემო მამულო”.
დავით აღმაშენებლის სახელობის სრულიად საქართველოს ისტორიულ-ლიტერატურული კონკურსის ნომინაციებში გაიმარჯვეს:
ბატონმა ანზორ თოთაძემ, ნომინაცია - “ისტორიული მეცნიერება” (ისტორიულ-დემოგრაფიული კვლევა “საქართველოს მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა”).
დეკანოზმა კონსტანტინემ (კახა პაიჭაძე), ნომინაცია - “ისტორია და მართლმადიდებლობა”, (“XX საუკუნის მოღვაწეები”, “მაშვრალნი და ტვირთმძიმენი”, “გული ქრისტესთვის განმზადებული”).
ქალბატონმა მანანა ჩიტიშვილმა, ნომინაცია - “ერის ტკივილი ლექსად”, (პოეტური კრებული “სიყვარულია მარადი”).
ბატონმა ვასილ კუკუნაშვილმა, ნომინაცია - “ნაშრომი დავით აღმაშენებლის შესახებ” (ისტორიული რომანი “ჯვარ-პატიოსანი”).
ბატონმა ირაკლი (ლაშა) სამსონაძემ, ნომინაცია - “სცენა და ისტორია”, (პიესა “აბეშურა – ფარნავაზიანთა უკანასკნელი დედოფალი”).
დავით ტაკიძე (შემოქმედელი), ნომინაცია – “ვუმღერ სამშობლოს” (პოემა “ცოდვილთა ღამე” და პოეტური კრებული “სიტყვებს მიღმა”)
ჟურნალისტისთვის დაწესებული პრემია “თანამოკალმე” არავის არ მიენიჭა
დავით აღმაშენებლის სახელობის სრულიად საქართველოს ისტორიულ-ლიტერატურული კონკურსის სპეციალური პრიზის მფლობელები:
ბატონი ბაღათერ არაბული, ლექსების ერთტომეულისთვის
ბატონი კობა არაბული, ჟურნალისთვის “მითი და ტრადიცია”, რომელშიც შუქდება რელიგიური, ისტორიული და ეთნოგრაფიული საკითხები
ქალბატონი თამარ შაიშმელაშვილი, სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ისტორიული ნარკვევებისთვის
ბატონი თეიმურაზ მირიანაშვილი, პუბლიცისტური კრებულისთვის “ჩვენი ტრაგედიის ფესვები”